თუ გაქვთ შეკითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, ან მიგაჩნიათ, რომ თქვენს მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ - ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად დაგვიკავშირდეთ და იმოქმედოთ თქვენი და სხვისი უფლებების დასაცავად.
თუ ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ და გსურთ, რომ აცნობოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება. ამისთვის პირველ რიგში უნდა შეავსოთ „შეტყობინების“ ველი და მოგვაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია დარღვევის შინაარსის, ადგილის, დროის და სავარაუდო კანონდამრღვევის შესახებ.
შეტყობინების გამოგზავნისას სასურველია მიუთითოთ საკონტაქტო მონაცემები, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ თქვენთან დაკავშირება. თუმცა, თუ ანონიმურად დარჩენა გსურთ, შეავსეთ მხოლოდ ერთი სავალდებულო ველი.
შეტყობინების გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც.
თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.
შემოიტანეთ განცხადება
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ და გსურთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რეაგირება მოახდინოს, უნდა მოგვმართოთ განცხადებით. განცხადების შემოტანა შეგიძლიათ როგორც ჩვენს ოფისში: თბილისი, ვაჩნაძის ქუჩა № 7, ასევე ელექტრონულად.
ელექტრონული ფორმით განცხადების შემოსატანად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განცხადების ფორმა და შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული გამოგვიგზავნოთ მისამართზე: office@pdps.ge. სამსახური გთავაზობთ უფრო მოქნილ შესაძლებლობასაც: დარეგისტრირდით საქმის წარმოების სისტემაში, სადაც ერთ ონლაინ სივრცეში შეძლებთ როგორც განცხადების შემოტანას, ასევე მისი განხილვის პროცესისთვის თვალყურის დევნებას და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.
თქვენ იმყოფებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies)
„მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე „მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
სამსახურის გადაწყვეტილებები
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრების, კანონის არაჯეროვანი ინტერპრეტაციისა და სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, ხელმისაწვდომა მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და ინსპექტირებების შედეგად მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნაწილი. რეესტრში განთავსებულია საზედამხედველო ორგანოს ის გადაწყვეტილებების რომლებიც ამ მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.
გადაწყვეტილებები გასაჯაროებულია მოქალაქეთა და კერძო სამართლის იურიდიული პირების იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით. ამასთან, გადაწყვეტილებაში მითითებული ინიციალები მოწოდებულია შეცვლილი სახით.