01

ორგანიზაციის გვერდი

პრაქტიკულად არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც არ ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს უწყება, რა პროდუქტსაც არ უნდა აწარმოებდეს კომპანია, ამ პროცესში იგი აგროვებს, ინახავს და იყენებს ინფორმაციას მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების შესახებ. ეს ორგანიზაციას მონაცემთა დამმუშავებლის სტატუსს და შესაბამისად, გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს - როგორც კანონის, ისე ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლის მონაცემებიც მის ხელში მოხვდება. ამ გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია და ხელსაწყოები, რომლებიც ორგანიზაციებს კანონმდებლობის და პერსონალური მონაცემების დაცვაში დაეხმარება; მათ შორის, ამ გვერდიდან შეგიძლიათ განახორციელოთ სამსახურისათვის ინციდენტის შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
02

რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ ჩვენი მონაცემები ინტერნეტსივრცეში? რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფო უწყებებს მოქალაქის მონაცემების დამუშავებისას? აქვს თუ არა ექიმს პაციენტის მონაცემების გამჟღავნების უფლება? რა შემთხვევაშია ვიდეოთვალთვალი არაკანონიერი, რა ვალდებულებები აქვთ კომპანიებს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას? რა არის GDPR? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მოძიება აღნიშნულ რეკომენდაციებსა და გზამკვლევებშია შესაძლებელი.

ნახე მეტი

03

ანბანი

რა არის პერსონალური მონაცემები? სახელი, გვარი და პირადი ნომერი ალბათ პირველია რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ ახსენდებათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია, ჩვენ კი გვინდა, რომ მოქალაქეები ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ ანიდან ჰოემდე ფლობნენ. პერსონალური მონაცემების ანბანი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, აღწერს მათი დაცვის ხერხებს, შესაძლო საფრთხეებს და ცდილობს მარტივად აუხსნას ადამიანებს პერსონალური მონაცემების არსი.

ნახე მეტი

05

საქმის წარმოების პროგრამა

საქმის წარმოების პროგრამა ელექტრონული პლატფორმაა, რომელზე დარეგისტრირების შემდეგ სამსახურთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ერთ ონლაინ სივრცეშია შესაძლებელი. მოქალაქეს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია, გამოგზავნოს შეტყობინება, მოგვმართოს განცხადებით და რაც მთავარია თვალი ადევნოს რა ეტაპზეა მისი განცხადების თუ შეტყობინების განხილვა.

ნახე მეტი

06

ფაილურ სისტემათა კატალოგის რეესტრი

ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობის პროცესში ქმნის ან იყენებს პერსონალური მონაცემების შემცველ ბაზებს, ევალება ფაილური სისტემის კატალოგის წარმოება. კატალოგი მოიცავს სტრუქტურიზებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ორგანიზაცია, რა საფუძვლით, რა ვადით, როგორ იცავს მათ უსაფრთხოებას და სხვა. ყველა შევსებული კატალოგი თავმოყრილია სამსახურის ერთიან რეესტრში, სადაც რეგისტრაცია ნებისმიერ ორგანიზაციას, კატალოგების შესახებ ინფორმაციის მოძიება კი ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ნახე მეტი