28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე
01

28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მთავარი მიზანი თემის გარშემო ცნობიერების ამაღლებაა და საქართველო და მსოფლიო მას ყოველ სხვადასხვა კამპანიითა და ღონისძიებით აღნიშნავს.

წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა თავი მოუყარა სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანის პერსონალურ ხედვას პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე. კამპანიის მთავარი მიზანია ამ საკითხზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბროს არა მხოლოდ თავად უწყებამ, არამედ იმ ადამიანებმა ვისაც ეს პირველ რიგში ეხება.

აქ თქვენ წაიკითხავთ ჟურნალისტების, მწერლების, ბლოგერების, განათლების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების ბლოგპოსტებს, სტატიებსა, თუ მოსაზრებებს იმაზე, თუ რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალური მონაცემების დაცვა და როგორ ხედავენ ამ კუთხით სახელმწიფოს, ბიზნესისა თუ მოქალაქის როლს.

ნახე მეტი

28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე
პერსონალური მონაცემები 100 წლის წინ
02

პერსონალური მონაცემები 100 წლის წინ

100 წლის წინ, 26 მაისს, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტით პირობა დადო, რომ დაიცავდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. უფრო დეტალურად ეს უფლებები სამი წლის შედეგ, კონსტიტუციაში აისახა. მათ შორის იყო პირადი ცხვორების ხელშეუხებლობის უფლებაც.

საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 3 წელი, კონსტიტუციამ კი 4 დღე იმოქმედა. თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა არაერთი პროგრესული ნაბიჯის გადასადგმელად, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. საარქივო მასალები ადასტურებს, რომ 100 წლის წინ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები და ქართული საზოგადოება პირადი ცხვორებისა და პირადი ინფომრაციის დაცვაზე ფიქრობდნენ. ჩვენ ეროვნული არქივის დახმარებით მოვიძიეთ მასალები, რომლებიც კარგად აღწერს როგორ მუშავდებოდა პერსონალური მონაცემები 100 წლის წინ და რა კეთდებოდა მათ დასაცავად. ეს პუბლიკაცია სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ნახე მეტი

პერსონალური მონაცემები 100 წლის წინ