,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით დაინტერესებული პირებისთვის, მორიგი ერთდღიანი ონლაინ ტრენინგი ცხადდება

2024-03-07 17:36:22

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით დაინტერესებული პირებისთვის, მორიგი ერთდღიანი ონლაინ ტრენინგი ცხადდება.
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონმდებლობის, მოქალაქის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება 12 მარტს, 11:00-საათიდან 18-საათამდე. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე
 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdqNeGwvjT9DCRRVk_UMsAuILykmKoWiOxQKcPdnlKsc9nlXA/viewform
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ დარეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ პირად ელექტრონულ ფოსტაზე.