ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებებისა და პროფაილინგის შესახებ რეკომენდაცია გამოქვეყნდა
2024-03-07 16:52:19
გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებებისა და პროფაილინგის შესახებ შეიმუშავა.
რეკომენდაცია მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებასთან, მათ შორის, პროფაილინგთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტის უფლებების, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ და მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა ვალდებულებების განმარტებას.
დოკუმენტი მომზადებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმატიული შინაარსის, „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) წინამორბედის ― „29-ე მუხლის სამუშაო ჯგუფის“ სახელმძღვანელო რეკომენდაციებისა და ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე.
გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.
გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Guideline@pdps.ge
უკვე გამოქვეყნებული რეკომენდაციები
•ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/რეკომენდაცია-ინციდენტი-.pdf
•პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ
•მონაცემთა გადატანის უფლების შესახებ https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/რეკომენდაცია-მონაცემთა-გადატანა...pdf
•მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესახებ