ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2024-03-06 11:27:34
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სამართალმდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა - ალექსანდრე მირიანაშვილმა და სამსახურის შიდა აუდიტმა - მიხეილ ყაზიშვილმა დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს სამსახურის მანდატის, ფუნქციებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის პროცესმა, შემოწმებების ჩატარებების წესებმა და პროცედურებმა მიიქცია.
მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პრაქტიკა გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.