პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ახალი კანონით გათვალისწინებული 4 ნორმატიული აქტი გამოსცა

2024-02-29 15:14:24
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით დადგენილი ვალდებულების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა 2024 წლის 28 თებერვალს გამოსცა ნორმატიული აქტები, რომლებითაც დადგინდა ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი, ასევე ის კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სავალდებულოა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, იმ პირთა წრე, რომელთაც არ ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება და სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი.
მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია გაეცნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოცემულ აღნიშნულ ნორმატიულ აქტებს.
ნორმატიული აქტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე

👇🏼
1. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ
2. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ