სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
2024-02-26 16:29:51„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა იურისტმა - ლიკა ტანიაშვილმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლების, პრინციპების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, პროფაილინგის, პორტირებს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.