მონაცემთა გადატანის შესახებ რეკომენდაცია გამოქვეყნდა
2024-02-23 16:33:17
გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა გადატანის უფლების შესახებ შეიმუშავა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა გადატანის (პორტირების) უფლებას, რომელიც შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, მონაცემთა სუბიექტს უფლებამოსილს ხდის, რომ მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
გზამკვლევის მიზანია მონაცემთა გადატანის უფლების მიმოხილვა, მისი განხორციელებისა და მასზე რეაგირების შეფასება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მნიშვნელობის ახსნა მონაცემთა სუბიექტებისა და მონაცემთა მიმღები: დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის.
გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.
გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Guideline@pdps.ge
რეკომენდაცია პერსონალურ მონაცემთა გადატანის უფლების შესახებ იხილეთ
უკვე გამოქვეყნებული რეკომენდაციები
• ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/რეკომენდაცია-ინციდენტი-.pdf
• პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ