საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების სერიას აგრძელებს
2022-06-07 07:08:01
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების სერიას აგრძელებს.
6 ივნისს გამართული საინფორმაციო ლექცია შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დამუშავებას შეეხებოდა.
საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ ჩაატარა.
შეხვედრაზე განხილული იყო წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მონაცემების დამუშავება, სახელშეკრულებო ურთიერთობისას და მისი შეწყვეტის შემდგომ მონაცემების დამუშავება, დასაქმებულთა უფლებები, სამსახურის პრაქტიკა და სფეროში არსებული გამოწვევები.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სამსახურის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო - საჯარო ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვიურად ჩაატარებენ.