თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში - ინსპექტორის აპარატმა ბერლინის ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2016-11-24 14:43:54

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ბერლინში მესამოცედ შეიკრიბა. სასწავლო ინტერნეტ-პლატფორმები და პერსონალური მონაცემების დაცვა, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, ჭკვიანი მოწყობილობების ეპოქაში არსებული გამოწვევები - ამ თემებზე სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების და საჯარო უწყებების ექსპერტებთან ერთად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული და საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, სალომე ბახსოლიანმა და ნინო სარიშვილმა იმსჯელეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ბერლინის ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი 2016 წლის 21 მარტს გახდა. ჯგუფის მიზანია შეიმუშაოს სხვადასხვა რეკომენდაცია ტელეკომუნიკაციის, მათ შორის ინტერნეტის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გარდა, ჯგუფი აერთიანებს სხვა საჯარო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს მსოფლიოს მასშტაბით.