პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე სამართლის ლექტორებისთვის საკვირაო სემინარები ჩატარდა

2016-11-18 14:41:24

 

19 ნოემბერს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ორდღიანი სემინარი გაიხსნა. მისი მთავარი მიზანი სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მეცნიერული და საჯარო დისკუსიის წახალისებაა.

საკვირაო სემინარებში მონაწილეობა მიიღო სამართლის 25-მა ლექტორმა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. სემინარში ჩაერთვნენ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების უნივერსიტეტების ლექტორები, სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის სფეროს სპეციალისტები.

სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ინსპექტორის აპარატის უფლებამოსილებასა და პრაქტიკაზე, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაზე და მისი აღსრულების მექანიზმებზე. ასევე, განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ურთიერთმიმართება სხვა უფლებებებთან. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ევროპაში მიმდინარე მონაცემთა დაცვის რეფორმასთან დაკავშირებით.

საკვირაო სემინარები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარა.

მონაწილეები სპეციალურმა კომისიამ ღია კონკურსის წესით შეარჩია.

საკონტაქტო პირი:

მარიამ გომარელი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

მობილური: 571 52 55 52

Email: mgomareli@pdp.ge