პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2016-10-31 14:38:55

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას, სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ბრეგვაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ - ქეთევან კვინიკაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმება ქალაქ ბორჯომში მხარეთა მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში შედგა, რომლის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე კურიკულუმის შემუშავება.

კურიკულუმს იუსტიციის უმაღლესი სკოლა მომავალში „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში“ გამოიყენებს.

კურიკულუმის შემუშავებაში ჩართულები არიან თავად მოქმედი მოსამართლე-ტრენერები, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ კურიკულუმის გამოყენებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგების ჩატარებას მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეთათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითგაეროს ერთობლივი პროგრამის     „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებშირომელშიც ჩართულიაგაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს    განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი   კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია(ILO).