„ახალი ჰორიზონტები პერსონალურ მონაცემთა დაცვისთვის“ - ქართული დელეგაცია მაროკოში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

2016-10-17 14:36:59

პირადი ცხოვრება და ციფრული ეპოქა, ინფორმაციის დაშიფვრა და კანონის დაცვა - მარაკეშში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის და 63 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე ესწრებიან.

კონფერენცია პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროს ახალ გამოწვევებს ეძღვნება. მომდევნო 4 დღის მანძილზე დელეგატები რამდენიმე დოკუმენტის ტექსტზე იმსჯელებენ. იგეგმება რეზოლუციებისა და დეკლარაციის მიღებაც.

ეს უკვე 38-ე საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტარდება. გასულ წელს ღონისძიებას ნიდერლანდები მასპინძლობდა.