მომზადდა რჩევები მომხმარებელთათვის ონლაინ შესყიდვისას უსაფრთხოების დასაცავად

2016-08-09 14:21:58

 

ონლაინ შესყიდვისას (online shopping) პერსონალურ და ფინანსურ მონაცემთა დაცულობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების გათვალისწინებით და მათ თავიდან ასაცილებლად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ონლაინ შესყიდვისას უსაფრთხოების წესების შესახებ რჩევებიმოამზადა.

ონლაინ შესყიდვა სულ უფრო პოპულარული ხდება და ყოველდღიურად იზრდება იმ მომხარებელთა რაოდენობა, რომლებიც არჩევანის მრავალფეროვნების, ფასის, ხარისხის, სიმარტივისა და სხვა მახასიათებლების გამო უპირატესობას ონლაინ მაღაზიებს ანიჭებენ.

პრაქტიკული რჩევები დაეხმარება მომხმარებელს განსაზღვროს, თუ რომელი ვებგვერდიდან განახორციელოს ონლაინ შესყიდვა, როგორ მოიძიოს სანდო ონლაინ რეალიზატორი, რა სახის პერსონალურ ინფორმაცია მიაწოდოს ონალინ მაღაზიას ელექტრონული ტრანზაქციისთვის და სხვა.

დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინსპექტორის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე: personaldata.ge