პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 6 თვის სტატისტიკა

2016-07-04 14:13:25

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 6 თვის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ინსპექტორმა განიხილა მოქალაქეების 88 განცხადება, შემოწმდა 44 ორგანიზაცია. საჯარო და კერძო ორგანიზაციების შემოწმების შედეგად გამოვლინდა 87 სამართალდარღვევის ფაქტი, რომელთაგან 73 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, 7 შემთხვევაში 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ მოხდა ჯარიმის დაკისრება, ხოლო 7 შემთხვევაში გაფრთხილება მიეცათ ორგანიზაციებს.

ამასთან, ინსპექტორის აპარატი ყოველდღიურად ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეებისთვის გასცემს კონსულტაციებს. 6 თვის განმავლობაში გაცემულია 1345 წერილობითი, ზეპირი და სატელეფონო კონსულტაცია.

საგანმანათლებლო და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა 25 საჯარო ლექცია და ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 807 მონაწილე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს, ინსპექტორი განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და ახორციელებს საჯარო და კერძო ორგანიზაციების შემოწმებას.