2015 წელს ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით 11 ორგანიზაცია შემოწმდა

2016-06-10 14:03:26

 

გასულ წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 11 ორგანიზაციის მიერ 814 ობიექტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების კანონიერება შეისწავლა. შემოწმების დროს 6 ორგანიზაციის 410 ობიექტში დამატებით ასევე ხორციელდებოდა აუდიოჩაწერაც.

მიუხედავად იმისა, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი ნათლად და მკაფიოდ ადგენს ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესს და კანონიერ მიზნებს, დადგინდა, რომ ორგანიზაციების უმრავლესობა მოპოვებულ ჩანაწერებს იყენებდა კანონთან შეუთავსებელი მიზნებითაც.

შემოწმების შედეგად დაჯარიმდა რამდენიმე ორგანიზაცია, აუდიოჩაწერა შეწყდა 365 ობიექტში, ვიდეო-აუდიო მონიტორინგის პროცესი მოვიდა კანონთან შესაბამისობაში.

ამჟამადაც, ინსპექტორის აპარატში მიმდინარეობს რამდენიმე ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ხდება ვიდეო-აუდიო მონიტორინგის კანონიერების შესწავლა.