პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემით დაინტერესებულ პირთათვის ტრენინგი გაიმართა

2016-06-03 14:00:04

2016 წლის 3 ივნისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის რიგით მე-9 ტრენინგი გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში.

ტრენინგს ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე გაუძღვა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა, მონაცემების დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ინსპექტორის როლი და მანდატი, მოქალაქეთა უფლებები, მონაცემების უნებართვოდ გასაჯაროვება, პირდაპირი მარკეტინგი და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებული თანამედროვე გამოწვევები.

შეხვედრის მონაწილეებს დააინტერესათ ისეთი საკითხები როგორიცაა მონაცემების დამუშავების პრინციპები, მათი უნებართვოდ გასაჯაროება, ვიდეოთვალთვალი, სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმები და სხვა. შეხვედრაზე თვალსაჩინოებისათვის განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული მაგალითებიც.

ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემით დაინტერესებული პირებისათვის, ინსპექტორის აპარატის ინიციატივით ყოველ თვე რეგულარულად იმართება. დღეისათვის ჩატარებულია 9 ტრენინგი და მასში 148 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

შემდეგი ტრენინგი ინსპექტორის აპარატში 1 ივლისს არის ჩანიშნული. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://app.pdp.ge/Training