ბუდაპეშტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპული კონფერენცია გაიმართა

2016-05-27 13:53:17

 

2016 წლის 25-27 მაისს, ქ. ბუდაპეშტში, უნგრეთი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპული კონფერენცია (Spring Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა და მისმა მოადგილემ, ნიკოლოზ ბრეგვაძემ.

კონფერენციაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემები, ევროკავშირის ახალი რეგულაცია და ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზებული ვერსია. კონფერენციის მიზანია საზედამხედველო ორგანოებს შორის მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება და თანამშრომლობის გაღრმავება.

კონფერენციაზე ასევე განიხილეს რამდენიმე რეზოლუცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატებისა და მონაცემთა ტრანსასაზღვრო გადაცემის შესახებ.

„საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო წელს მეორედ მონაწილეობს ევროპული კონფერენციაში (Spring Conference), ეს არის კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც გვაქვს საშუალება მივიღოთ აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესში“ - აღნიშნა ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კონფერენციის წევრი 2014 წელს გახდა.