პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე SEU_ში საჯარო ლექცია გაიმართა

2016-05-10 13:45:03

2016 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომელმა დიმიტრი გუგუნავამ სტუდენტებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა გააცნო. შეხვედრაზე, ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ფუნქციებსა და მანდატზე. ასევე, განიხილეს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებული თანამედროვე გამოწვევები.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო, ლექციის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს პირდაპირი მარკეტინგის და sms რეკლამების შესახებ. დაინტერსედნენ, თუ რა განსხვავებაა საჯარო და პირად ინფორმაციას შორის, რა პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანიზაციას, ვინც არაკანონიერად ამუშავებს კონკრეტულ პირზე პერსონალურ ინფორმაციას. ასევე, რატომ და როგორ უნდა დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ მისი პერსონალური ინფორმაცია.

ლექციის მიზანი იყო პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პერსონალური ინფორმაციის დაცვის თემაზე, ამიტომ აპარატი განაგრძობს უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების ჩატარებას.

იხილეთ ფოტო მასალა: