ტრენინგი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო პროგრამის მონაწილეებისათვის

2016-04-26 13:31:13

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები იყო, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის საკონსულო პროგრამის ფარგლებში 25 აპრილს გამართული ტრენინგის ერთ-ერთი თემა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერმა ნატალია მიქელაძემ ტრენინგის მონაწილეებთან ერთად განიხილა საკონსულო საქმიანობისათვის აქტუალური საკითხები პერსონალური მონაცემების დამუშავების სფეროში. როგორიც არის, პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა, ვიდეოთვალთვალის განხორციელება, მოქალაქეთა უფლებების დაცვა. ამასთან, განხილული იქნა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაზისო საკითხებიც. შეხვედრაზე ისაუბრეს ინსპექტორის მანდატზეც, თუ როგორ ახორციელებს ინსპექტორი მონაცემების დამუშავებზე ზედამხედველობას და რა ბერკეტი გააჩნია მას მონაცემთა დამუშვების კანონიერების უზრუნველსაყოფად.

„მისასალმებელია, რომ დიპლომატებისათვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამაში პერსოალური მონაცემბის დაცვის თემებიც არის გათვალისწინებული. საკონსულო სამსახურის განხორციელებისას მუშავდება დიდი ოდენობით პერსონალური მონაცემი სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩართული თითოეული თანამშრომლის ცნობიერების გაზრდა.“ - აღნიშნა ნატალია მიქელაძემ.

პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრში მიმდინარე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.