პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდა

2016-04-11 13:23:00

 

2016 წლის 11 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი განსახილველი თემა არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და ინსპექტორის როლი იყო, რამდენად შეიძლება კანონმდებლობის გაუმჯობესება და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

შეხვედრის შემდეგ ინსპექტორმა აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის - საზედამხედველო ორგანოს შექმნა, რომელიც კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს საპოლიციო სექტორში მონაცემთა დამუშავებაზე ზედამხედველობას, არის პროგრესული ნაბიჯი და ეს ასევე არის ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება და ამას ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა.