ინსპექტორის აპარატი ბერლინის ჯგუფის წევრი გახდა

2016-03-21 13:11:13

2016 წლის 21 მარტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (ბერლინის ჯგუფი) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ჯგუფის მიზანია შეიმუშაოს სხვადასხვა რეკომენდაცია ტელეკომუნიკაციის, მათ შორის ინტერნეტის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გარდა, ჯგუფი აერთიანებს სხვა საჯარო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ინდივიდუალ ექსპერტებს მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნულ ჯგუფში გაერთიანება ინსპექტორის აპარატისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების შესახებ გაიზიაროს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა.

ბერლინის ჯგუფი პერსონალურ მონაცემთ დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 1983 წელს შეიქმნა.