საქართველოს უნივერსიტეტში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2016-03-16 13:06:45

2016 წლის 15 მარტს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საქართველოს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი დიმიტრი გუგუნავა უძღვებოდა. შეხვედრის მთავარი თემა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და მოქალაქეთა უფლებები იყო.

დიმიტრი გუგუნავამ თავის პრეზენტაციაში დეტალურად მიმოიხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობა, ინსპექტორის აპარატის ფუნქცია და მანდატი.

შეხვედრა ინტერაქტიური იყო, სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს სოციალურ ქსელში მონაცემების გასაჯაროების შესახებ, რა უფლებები აქვთ და როგორ შეუძლიათ მიმართონ ინსპექტორს, ასევე სტუდენტები დაინტერესდნენ თუ რა გამოწვევები არსებობს საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

საჯარო ლექციის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ სტუდენტებისთვის ცნობიერების ამაღლება იყო. ინსპექტორის აპარატი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით კვლავ განაგრძობს საჯარო ლექციების გამართვას