თამარ ქალდანმა ევროპის საბჭოს ექსპერტ გრაჰამ სატონს უმასპინძლა

2016-03-14 13:03:40

2016 წლის 14 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და აპარატის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ექსპერტ გრაჰამ სატონს და საქართველოში ევროპის საბჭოს მედია პროგრამის ოფიცერს მამუკა ანდღულაძეს უმასპინძლეს. შეხვედრის დაწყებამდე სტუმრებმა დაათვალიერეს ინსპექტორის აპარატის ოფისი და გაეცნენ სხვადასხვა დეპარტამენტების საქმიანობას.

შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჯაროებასა და პერსონალური მონაცემების დაცვას შეეხებოდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა. გრეჰემ სატონმა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას შორის ბალანსის დაცვის თაობაზე საუკეთესო მაგალითად ბრიტანეთის კანონმდებლობა მოიყვანა. ყურადღება ასევე გამახვილდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე მაღალი საჯარო ინტერესის არსებობისას.