პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეხვედრა

2016-03-11 13:02:32

2016 წლის 11 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა 11 მარტს ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი იყო.

თამარ ქალდანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიების აუცილებლობაზე, აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მოხდა მასალაზე წვდომის შეზღუდვა, მნიშვნელოვანია ყველამ, ვისთვისაც ჩანაწერები ხელმისაწვდომი გახდა, თავი შეიკავონ ვიდეომასალის შემდგომი გავრცელებისგან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნეს აღნიშნული დანაშაული გამოძიებული და შესაბამისად დაისაჯოს დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.