ინსპექტორის აპარატში კონსულტაციის დღე გაიმართება

2016-02-23 12:56:46
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში მიმდინარეობს კონკურსები სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე.

კონკურსანტების ინტერესის და შემოსული შეკითხვების გათვალისწინებით, 2016 წლის 25 თებერვალს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფისში (მის: ვაჩნაძის #7) გაიმართება კონსულტაციის დღე და სხვადსხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ:

  • 15:00 - ინსპექტირების დეპარტამენტი;
  • 16:00 - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
  • 17:00 - იურიდიული დეპარტამენტი.

ინსპექტორის აპარატში გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ მითითებულ ბმულზეhttp://personaldata.ge/ge/about-us/vakansiebi