პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ვიზიტი ქ.ბრიუსელში

2016-02-15 12:54:38

2016 წლის 8-12 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ევროპის კავშირის ვიზიტორების პროგრამის ფარგლებში ქ.ბრიუსელში ევროპის პარლამენტის კომიტეტებისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს, ასევე ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრებზე განიხილებოდა ევროპის კავშირსა და საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები.

“2015 წლის ბოლოს მიღწეულ იქნა შეთანხმება ევროკავშირის ერთიან რეგულაციაზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში პერსონალური მონაცემების დაცვის ერთიან სტანდარტებს, მოქალაქეთა უფლებების დაცვის მეტ გარანტიებსა და მოქნილ მექანიზმებს დანერგავს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით“ - აღნიშნა თამარ ქალდანმა