პარიზში 108-ე კონვენციის მოდერნიზაციაზე მსჯელობენ
2015-03-27 12:38:022015 წლის 25-27 მარტს პარიზში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს საკონსულტაციო კომიტეტის ბიუროს (T-PD BUR) 35-ე სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი, რომელიც აღნიშული ბიუროს წევრია.
სხდომაზე განიხილეს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის მონაცემთა შეგროვების ადეკვატურობა და პროპორციულობა, ასევე საგადასახადო მიზნებისათვის მონაცემთა ავტომატურ გადაცემის მექანიზმები. ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს მსოფლიოს ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის - Big Data-ს შესახებ, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვის და უსაფრთხოების მნიშვნელობა. ბიუროს პირველიმე სესიაზე მოხდა 2016-2017 წლის სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრა.
„ბიუროს შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან აქ ხდება თითქმის ყველა იმ მთავარი თემის განხილვა, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში თანამედრო მსოფლიოს გამოწვევას წარმოადგენს. ამასთან 108-ე კონვენციის მოდერნიზებაში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს, მუდმივად ვიყოთ ჩართულები და მივიღოთ მონაწილეობა იმ სტანდარტების და წესების დამკვიდრებაში, რომლებზეც ევროპა ამჟამად მსჯელობს და მუშაობს“ - აღნიშნა ნინო სარიშვილმა.