პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ყველაზე კომუნიკაბელურ უწყებად დასახელდა

2015-12-30 12:26:22

2015 წლის მიწურულს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს კიდევ ერთი ჯილდო შეემატა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ინსპექტორის აპარატი დაასახელა, როგორც ყველაზე კომუნიკაბელური უწყება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქლდანს ჯილდო „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა გადასცა.

ინსპექტორის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და ვიმედოვნებთ, რომ 2016 წელი უფრო ნაყოფიერი და საქმიანი თანამშრომლობის წელი იქნება- აღნიშნა თამარ ქალდანმ