თამარ ქალდანი საკონსტიტუციო სასამართლომ ექსპერტის სტატუსით მიიწვია

2015-12-18 12:22:18
2015 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა N625,640 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა. მოსარჩელეები - საქართველოს სახალხო დამცველი; გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

სხდომაზე სასამართლოს მიერ, როგორც ექსპერტი, მიწვეული იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

იხილეთ კომენტარი: