GIPA-ს სტუდენტები სტუმრად ინსპექტორის აპარატში

2015-12-07 12:16:34

დღეს, 7 დეკემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედიასკოლის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გაეცნენ ინსპექტორის აპარატის საქმიანობას და დაათვალიერეს ოფისი.

სტუდენტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ცაგარეიშვილმა უმასპინძლეს. მათ სტუდენტებს გააცნეს ინსპექტორის აპარატის ფუნქციები და მანდატი, დღეს მონაცემთა კუთხით არსებული გამოწვევები და საქართველოში არსებული მდგომარეობა.

სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს გამოხატვის თავისუფლებასა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის ბალანსზე, ინსპექტორის აპარატის მიერ საზოგადოების ცნოებირების ამაღლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ინსპექტორის აპარატის მედიასთან ურთიერთობაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

იხილეთ ფოტოგალერეა.