ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსებში მონაწილეობის პირობები

2015-11-21 12:05:52

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აცხადებს კონკურსებს. გადაიღე ფოტო, ვიდეო ან შექმენი საინფორმაციო პოსტერი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე და მოიგე საინტერესო პრიზები.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ორგანიზაციას და მოქალაქეთა ჯგუფს;
  • კონკურსები გამოცხადდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ოფიციალური ვებგვერდის www.personaldata.ge-ის საშუალებით, გამარჯვებულების ვინაობაც ცნობილი აპარატის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გახდება.
  • საკონკურსო ნამუშევრის გამოგზანით, პირი ეთანხმება კონკურსის პირობებს;
  • საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად მიმართული უნდა იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე;
  • ფოტო და ვიდეოკლიპის გადაღება შეგიძლიათ ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით;
  • ვიდეოკლიპის ფორმა შეზღუდული არ არის, შეგიძლიათ აარჩიოთ მოკლე ფილმი, ვიდეომიმართვა, ფოტოკოლაჟი, ინტერვიუ, ანიმაცია, სკეტჩი და ა.შ, ვიდეოკლიპების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
  • საკონკურსო ფოტო, ვიდეო და პოსტერი გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე - press@pdp.ge, ვიდეოკლიპის ატვირთვა შეიძლება youtube-ზე და მისი ბმულის გამოგზავნა;
  • ჩვენთან გამოგზავნილ წერილში აუცილებელია მიუთითოთ: თქვენი სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, პირადობის მოწმობის ნომერი;
  • საკონკურსო ნამუშევარი გამოგზავნიდან 24 საათში გაივლის მოდერაციას და განთავსდება ინსპექტორის აპარატის ფეისბუქ გვერდზე; ამის შესახებ კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ წერილობით ელექტრონულ მისამართზე;
  • არათემატური, უცენზურო, დისკრიმინაციული გამონათქვამების ან ძალადობის შემცველი საკონკურსო ნამუშევრები არ მიიღება;
  • ერთ ადამიანს სამივე კატეგორიაში მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარმოდგენის უფლება აქვს;
  • საკონკურსო ნაშრომზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი იტოვებს საკონკურსო ნაშრომის მთლიან ან ნაწილობრივ გამოყენების უფლებას აპარატის სარეკლამო და საინფორმაციო მასალებში მათი ავტორების მითითებით;

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2016 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

კონკურსთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 242 1000, ან მოგვწერეთ press@pdp.ge-ზე.

სამივე კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიაში:

  • ხალხის რჩეული - like
  • ჟიურის რჩეული
  • ინსპექტორის რჩეული

კონკურსების გამარჯვებულები 2016 წლის 25 იანვარს დასახელდებიან, დაჯილდოვება კი 2016 წლის 28 იანვარს, პერსონალური მონაცემების დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართება.

სამივე კონკურსის 9-ვე გამარჯვებულს გადაეცემათ პრიზები: ფოტო და ვიდეოკამერები, პლანშეტები, სმარტფონები.

კონკურსების მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თემის პოპულარიზაციაში მეტი ადამიანის ჩართულობა.

კონკურსების პარტნიორები არიან: ინოვაციების და რეფორმების ცენტრი IRC და European Law and Human Rights International Law Institute საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით.

ნუ დაკარგავ დროს, შემოგვიერთდი დღესვე და გახდი გამარჯვებული!