მონაცემთა დაცვის გამოწვევები თანამედროვე სამყაროში
2015-11-20 12:04:052015 წლის 19-20 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VIII რეგიონული კონფერენცია - GITI 2015 გაიმართა, რომლის ორგანიზატორები მონაცემთა გაცვლის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭოს იყვნენ. კონფერენციის მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება იყო.
კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გიორგანაშვილმა.
მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პრაქტიკაში დანერგვის პროცესი, ისაუბრა ინსპექტორის გაზრდილ ფუნქციებსა და ინსპექტორის აპარატის ელექტრონული სერვისების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ კონფერენციის ძირითადი დამსწრე საზოგადოება მონაცემთა დამმუშავებლები იყვნენ, გიორგი გიორგანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის შესახებ და ინსპექტორის აპარატის მიერ 2015 წელს დანერგილ სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაციებს კატალოგის შევსება ელექტრონულად შეუძლიათ.
„მინდა აღვნიშნო, რომ კანონის პრაქტიკაში დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვმუშაობთ როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებთან, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არის ჩვენი პრიორიტეტი, მსგავსი კონფერენციები კი არის საუკეთესო პლატფორმა, ჩვენი საქმიანობა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ" - აღნიშნა გიორგი გიორგანაშვილმა.