გორსა და თელავში ტრენინგები გაიმართა

2015-11-07 12:00:27

 

2015 წლის 5-6 ნოემბერს ნიდერლანდების მრავალპარტიულ დემოკრატიის ინსტიტუტის NIMD გორის და თელავის ოფისებში დემოკრატიის სკოლის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურისტები ეკა გორდაძე და სალომე ბახსოლიანი უძღვებოდნენ.

შეხვედრებზე ისაუბრეს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესახებ , ინსპექტორის აპარატის როლსა და ფუნქციებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, მონაცემთა დაცვის თანამედროვე გამოწვევებსა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე.

გორსა და თელავში შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები. აუდიტორიის შეკითხვები შეეხებოდა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების და ხელმისაწვდომობის საკითხებს, მორალური ზიანის არიდებას, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს, სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმებს, სოციალურ ქსელში მონაცემების დაცვას და სხვა.

შემდეგი შეხვედრები 12 და 13 ნოემბერს, ქუთაისის და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში გაიმართება.