ცვლილებები პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში
2015-09-17 11:36:06ხვალ, 18 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად პერსონალურ მონაცემთა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების პროექტს განიხილავს.
საკანონმდებლო წინადადება მოიცავს ცვლილებებს 10 კანონში, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეთავაზებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილება.
ღონისძიებას სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფის მიზნით მათი განხილვა ასევე დაგეგმილია არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან.