ინსპექტორის ვიზიტი პოლონეთში დასრულდა
2015-08-20 11:32:57პოლონეთის პერსონალური მონაცემების დაცვის გენერალური ინსპექტორის ედიტა ბილაკ-იომას ოფიციალური მოწვევით საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და მისი მოადგილე ნიკა ბრეგვაძე ქ. ვარშავაში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენდა.
პოლონელმა კოლეგებმა ინსპექტორს გააცნეს მოქალაქეთა საჩივრების განხილვის, ინსპექტირების, ფაილური სისტემის რეესტრის წარმოების, კანონშემოქმედებითი და საგანმანათლებლო საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება.
თავის მხრივ, ინსპექტორმა ისაუბრა საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე, აპარატის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.