ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები სტუმრად ინსპექტორის აპარატში
2015-08-07 11:30:43დღეს, 7 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე იმყოფებოდნენ.
ინსპექტორმა თამარ ქალდანმა სტუმრებს გააცნო აპარატის საქმიანობა, 2015 წელს განხორციელებული ინსპექტირების შედეგები, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის პროცესი. შეხვედრაზე ინსპექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ბრეგვაძემ ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით აპარატის მიერ მომზადებულ წინადადებებზე.
„ჩვენი კომიტეტი მუდმივად იქნება ინსპექტორის აპარატის მხარდამჭერი, რათა ეს სამსახური იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტების“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
„შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ჩვენ ვისაუბრეთ აპარატის დღის წესრიგში მდგარ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შესახებ კომიტეტისთვის ანგარიშის წარდგენაზეც.“- აღნიშნა თამარ ქალდანმა