ინსპექტორის აპარტმა ინტერნეტ სივრცეში მონაცემთა დაცვის შესახებ რეკომენდაციები შეიმუშავა
2015-08-04 11:29:27ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ახორციელებს ელექტრონულ კომუნიკაციას და შესყიდვებს, იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას, იხდის გადასახადებს.
ინტერნეტ სივრცეში არაინფორმირებულმა და გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ხოლო, ინტერნეტ მომხმარებლის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და სიფრთხილე მნიშვნელოვნად ამცირებს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ საფრთხეს. სათანადო უსაფრთხოების ზომების გატარებითა და დაცული ტექნოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია პერსონალური მონაცემების უკანანო გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.
ინტერნეტ სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების და მოქალაქეთა უფლებების დაცვის, მონაცემთა შეგროვების, შენახვის ან სხვაგვარი დამუშავების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებების შესახებ ინტერნეტ მომხმარებელთა და ინტერნეტ მომსახურების გამწევი ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით ინსპექტორის აპარატმა სპეციალური რეკომენდაციები მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულებზე: