ევროკომისიამ საქართველოს მიერ პერსონალურ მონაცემებთა დაცვის კუთხით გატარებული რეფორმა დადებითად შეაფასა
2015-05-08 13:01:08დღეს, 8 მაისს, გამოქვეყნდა ევროკომისიის მე-3 პროგრეს-ანგარიში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
ანგარიშში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დადებითად არის შეფასებული ქვეყნის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით გატარებული რეფორმა და აღნიშნულია, რომ ევროპის კავშითან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით წარმატებით შესრულდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ინსპექტორის აპარატი ფუნქციონირებს ეფექტურად, ჩატარდა ტრენინგები და საზოგადოებრის ცნობიერების ამაღლების მიზნით გაწეულია მნიშვნელოვანი საქმიანობა.
დოკუმენტი მომზადდა საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიშების და ევროკავშირის შემფასებელი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რომლებიც 2015 წლის 23-27 თებერვალს იმყოფებოდნენ საქართველოში და დეტალურად გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობას, მუშაობის სპეციფიკას, განხორცელებულ აქტივობებს, პირადად შეხვდნენ აპარატის თანამშრომლებს და მათგან მოისმინეს საქმიანობის აღწერა და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები.
საქართველო-ევროპის კავშირის სავიზო დიალოგის პროცესი 2012 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.
ევროკომისიის მე-3 პროგრეს-ანგარიში ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.