როგორია რუმინეთის გამოცდილება ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში
2015-02-05 12:50:012015 წლის 2-3 თებერვალს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
აპარატის იურისტი სალომე ბახსოლიანი, უსაფრთხოების ანალიტიკოსი დიმიტრი კაციაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი შეხვდნენ რუმინეთის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებს და იმყოფებოდნენ რუმინეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. შეხვედრაზე განხილულ იქნა რუმინეთში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საქმიანობა, მოქალაქეთა საჩივრების განხილვის და მონაცემთა დამუშავებაზე კონტროლის მექანიზმები.
„პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რუმინეთის გამოცდილების გაზიარება ამ მხრივ ჩვენთის საინტერესოა და რელევანტური იყო“- აღნიშნა ნინო სარიშვილმა.
აპარატის წარმომადგენლები რუმინეთში პროექტის “საქართველოს მხარდაჭერა ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით” ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომელსაც ახორციელებენ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და ევროპული პოლიტიკის რუმინული ცენტრი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გააძლიეროს ინსპექტორის აპარატი და სახალხო დამცველის ოფისი, რომ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში ევროკავშირის კრიტერიუმები იქნას დაკმაყოფილებული.