შეხვედრა მოლდოვის ანტიკორუფციული ალიანსის წარმომადგენლებთან
2015-01-24 12:45:402015 წლის 19-24 იანვარს თბილისში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ მოლდოვის ანტიკორუფციული ალიანსის წევრები - "აღმოსავლეთ ევროპის ფონდის" და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებთან და განხილულ იქნა აპარატის საქმიანობა, სახელმწიფო ორგანიზაციებში მონაცემების დამუშავების სტანდარტები, ოფიციალური დოკუმენტების გასაჯაროებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები. სტუმრებმა გამოთქვეს ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობის სურვილი და დაიგეგმა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის შემდგომი ნაბიჯები.