პერსონალური მონაცემების დაცვა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში
2014-11-07 12:29:502014 წლის 6-7 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული კონფერენცია - GITI 2014 მონაცემთა გაცვლის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება იყო, მასში 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო სარიშვილმა.
მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინსპექტორის აპარატის ერთი წლის საქმიანობა, განხორციელებული კონსულტაციების და ინსპექტირების შედეგები, ისაუბრა ტრენინგების მნიშვნელობაზე, რომელიც ამ დროისთვის საჯარო და კერძო ორგანიზაციების 800-მა თანამშრომლემა გაიარა. ნინო სარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინსპექტორის აპარატში არ ხდება არანაირი ინფორმაციის შენახვა, როგორც ეს ხშირად გონიათ ხოლმე და განმარტა ფაილური კატალოგების რეესტრის მნიშვნელობა, სადაც არის საჯარო და კერძო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზების მხოლოდ ზოგადი აღწერილობა.
„მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების ცნოერების დონე ნელ-ნელა, მაგრამ იზრდება, რაც იძლევა იმის იმედს, რომ მოქალაქეები სულ უფრო მეტად ფიქრობენ და უფრთხილდებიან მათ პერსონალურ მონაცემებს“ - აღნიშნა ნინო სარიშვილმა.