მთავრობის კანცელარიაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს
2014-10-31 12:21:372014 წლის 30 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბჭოს წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნები და აქტივობები განიხილეს.
საბჭოს სხდომას დაესწრო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. მან სხდომაზე ინსპექტორის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებული საქმიანობა შეაფასა და 2014 წლის 9 თვის მონაცემები წარადგინა. აღნიშნა, რომ აპარატი აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებთან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონთან შესაბომისობაში მოყვანის მხრივ, შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტები და საჯარო სექტორი სულ უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს. ინსპექტორმა ასევე ისაუბრა 2014-2015 წლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი ანგარიში უახლოეს მომავალში გახდება საჯარო.