ინსპექტორმა დაამტკიცა იმ ქვეყნების ნუსხა, სადაც პერსონალური მონაცემების გადაცემა უსაფრთხოა
2014-09-22 11:50:47პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა პირველი ნორმატიული აქტი გამოსცა, რომელშიც დასახელებულია ის 47 ქვეყანა, სადაც პერსონალური მონაცემების გადაცემა უსაფრთხოა. თუმცა, მონაცემთა გადაცემისთვის აუცილებელია კანონით განსაზღვრული საფუძვლები, მაგალითად როგორიცაა მოქალაქის თანხმობა და სხვა.
ინსპექტორმა სიის შედგენის დროს იხელმძღვანელმა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, შეაფასა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები და შეისწავლა ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საქმიანობა.
„თეთრი სია“ მოიცავს ევროპის საბჭოში შემავალ სახელმწიფოთა უმრავლესობას, ასევე ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, კანადას.
2014 წლის 16 სექტემბრიდან დასახელებულ ქვეყნებში პერსონალური მონაცემების გადაცემა აღარ საჭიროებს ინსპექტორის ნებართვას.
დოკუმენტი განკუთვნილია საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა გულისხმობს სხვა ქვეყნებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემას.
გამოქვეყნებულ სიის მიღმა დარჩენილ ქვეყნებში მონაცემების გადაცემა შესაძლებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ინსპექტორის ნებართვის შემდეგ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხა:
|