პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვიზიტით საქართველოში ჩამოდის
2014-05-07 14:16:512014 წლის 8 მაისს თბილისში ჩამოდის პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვოისეჰ ვიევიუროვსკი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ურსულა გორალი.
მათი მასპინძელი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი იქნება.
პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეხვედრებს გამართავს ინსპექტორის აპარატში, სადაც მოისმენს პრეზენტაციას 9 თვის განმავლობაში საქართველოში პერისონალური მონაცემების დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იქნება პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერ ინსპექტირების, კონსულტაციებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობა.
ვოისექ ვიევიუროვსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ პოლონეთი კოორდინირებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა თანამშრომლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.