საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა
2014-04-28 14:13:3524-25 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით სამინისტროს საკონსულოს თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგები გაიმართა. ტრენინგის აპარატის სწავლებისა და ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა.
მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, მონაცემთა ბაზებთან, ვიდეოთვალთვალის სისტემასთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან, ბიომეტრულ მონაცემთა შენახვა/დამუშავებასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული თემებს.
ტრენინგზე განიხილეს კონკრეტული მაგალითები, რომლებიც საკონრულოს თანამშრომლების საქმიანობასთან არის დაკავშირებული და მათ საქმიანობას ყოველდღიურად ეხება. ტრენინგის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ორიენტირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო დაწესებულებების ცნობიერების ამაღლებაზე.
აპარატი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრენინგ ცენტრთან. მსგავსი ტრენინგი დაგეგმილია13-14 მაისს საკონსულო პორგრამის მონაწილეებისთვის.