საქართველო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) წევრი გახდა
2014-04-02 14:11:44საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) წევრი გახდა. აღნიშნული გაერთიანების რიგით მე-16 შეხვედრაზე, საქართველომ წევრ-სახელმწიფოებს წარუდგინა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაერთიანების წევრი გახდა.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანება წარმოადგენს 17 ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების კავშირს. გაერთიანების წევრები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლიტვა, მონტენეგრო, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, მაკედონია, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, სერბია, უკრაინა.
წევრი-სახელმწიფოების მიერ საკუთარი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებით, გაერთიანება მიზანად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას თითოეულ ქვეყანაში.