დროებითმა კომისიამ პირად ცხოვრების ამსახველი 110 დისკი გაანადგურდა
2014-01-29 13:38:442013 წლის 5 სექტემბერს უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ პირად ცხოვრების ამსახველი 110 დისკი გაანადგურა.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების ამსახველი 635 დისკის შესახებ. ფარული ჩანაწერების ხანგრძლივობა დაახლოებით 750 საათია, ხოლო მოცულობა 382 გიგაბაიტი.
კომისიის გადაწყვეტილებით, განადგურდება მხოლოდ რამდენიმე დისკი, რომელზეც აღბეჭდილია ინტიმური ხასიათის კადრები, ხოლო მოპოვებული მასალის ძირითადი ნაწილი გადაეცემა პროკურატურას გამოძიების მიზნით.
სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრებასა და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე. კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, გამკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქცია, გადაიხედება დანაშაულის შემადგენლობა და კრიმინალიზირებული იქნება პერსონალურ მონაცემთა უკანანოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება.
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია საზოგადოებას ანგარიშს 31 იანვარს წარუდგენს.