მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-12-29 12:50:52📩საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთის იმ მოქალაქეებთან, რომლებსაც ევაკუაციაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ელექტრონული წერილი “To” ფუნქციის გამოყენებით გაგზავნა. აღნიშნული ფუნქცია, არ ფარავს ადრესატების მონაცემებს, რამაც გამოიწვია 245 ადამიანის შესახებ პერსონალური მონაცემების გაუფრთხილებლად გამჟღავნება. ადრესატებიდან 55 ადამიანს ჰქონდა მინიატურული სურათი ელფოსტის ანგარიშზე, ხოლო ორმა ადამიანმა, ყველა ადრესატს დაუბრუნა პასუხი, სადაც ერთ-ერთმა მიუთითა მისი ადგილმდებარეობა.
❗აღსანიშნავია, რომ ისეთ შემთხვევაში, თუ გამჟღავნებული ინფორმაცია თალიბების ხელში აღმოჩნდებოდა, შესაძლოა ელექტრონული ფოსტის ადრესატების სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა.
📨მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შემდეგ მალევე, თავდაცვის სამინისტრო დაუკავშირდა დაზარალებულ პირებს და სთხოვა წაეშალათ ელფოსტა, შეეცვალათ ელექტრონული ფოსტის მისამართი და ეცნობებინათ მათი ახალი საკონტაქტო დეტალების შესახებ უსაფრთხო ფორმის საშუალებით.
📋ბრიტანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის თანახმად, ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რათა თავიდან აიცილონ ადამიანების ინფორმაციის არასათანადო გამჟღავნება. “ICO”-ს მითითებები ცხადყოფს, რომ ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ მონაცემთა უსაფრთხო გადაცემის სერვისები ნებისმიერი მგრძნობიარე პერსონალური ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნისას.
👉აღნიშნული საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ვრცლად მსოფლიო პრაქტიკა.